18:43 - 24 May, 2026
|
2024-01-24 10:17:59, 1327 ნახვა
ომი უკრაინაში
პისტორიუსი - გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს
გერმანია უკრაინას Sea King Mk 41-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა რამშტეინის ფორმატში მე-18 შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პისტორიუსის თქმით, აღნიშნული სამხედრო დახმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში დაეხმარება. „Sea King-ი არის აპრობირებული და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: შავი ზღვის დაზვერვით დაწყებული ჯარისკაცების ტრანსპორტირებამდე. ეს არის გერმანიისგან ამ ტიპის პირველი მიწოდება“, - განაცხადა პისტორიუსმა. მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინისთვის გერმანიის სამხედრო დახმარების ჯამურმა რაოდენობამ, დაახლოებით, 6 მილიარდ ევროს მიაღწია.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)