|
2024-01-22 13:46:11, 617 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიაში საგამოძიებო უწყება არ შემოსულა - დიდი ტყუილია
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, დედაქალაქის მერიაში შესული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ა.შ. ეს ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაციაა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, "არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ". „რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, დედაქალაქის მერიაში შესული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ა.შ. ეს ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაციაა. კეთილი ინებეთ და საზოგადოებას მოუხადეთ ბოდიში, რომ ცრუ და არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ. რაც შეეხება წერეთლის გამზირს, სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად, დღე და ღამის განმავლობაში. ასფალტის საფარი ქვედა ფენებში უკვე დაგებულია. შემდეგი სამუშაოები იქნება ტროტუარის მოწესრიგება, საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევა და შესაბამის ნიშნულზე მოყვანა, რის შემდეგაც ასფალტის საფარის ბოლო ფენა დაიგება. როგორც საზოგადოებას დავპირდით, იანვრის ბოლოს ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება და გამზირზე გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კალაძემ. ამასთან შეკითხვაზე - გამორიცხავს თუ არა, რომ აღნიშნული პროექტით საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები დაინტერესდნენ, კახა კალაძემ უპასუხა, რომ პროექტთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია ღიაა და მუნიციპალიტეტის მერიას "დასამალი არაფერი აქვს". „თუ ვინმე დაინტერესდება, ყველას გავცემთ პასუხს. დასამალი არაფერია, ყველა ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი მიღება. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია. ასე რომ, პრობლემა და დასამალი ნამდვილად არაფერია“, - დასძინა კალაძემ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)