|
2024-01-18 12:33:21, 840 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 19-21 იანვარს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 19-21 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი - დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. "თბილისში უნალექო ამინდი იქნება.ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 19-20 უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)