|
2024-01-17 15:33:29, 887 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკის „თამაშის“ ფინალი 18 იანვარს 21:00 სთ-ზე გაიმართება
"საქართველოს ბანკის" მობილბანკის თამაში რომელიც 9 ოქტომბერს დაიწყო და 12 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, დასასრულს უახლოვდება. ფინალი 18 იანვარს, 21:00 საათზე გაიმართება. ფინალი ყველასთვის ერთ დროს დაიწყება და მასში მონაწილეობა როგორც გუნდებს, ისე დამოუკიდებელ მოთამაშეებს შეუძლიათ, ვისაც მინიმუმ 2 კვირის ყველა დავალება წარმატებით აქვს შესრულებული. კითხვები ინტელექტუალური სახის იქნება. დამოუკიდებელ მოთამაშესთან, ორ-მოთამაშიან გუნდთან და სამ-მოთამაშიან გუნდთან სხვადასხვა სახის კითხვები გამოჩნდება. პასუხების ძებნაში კი მოთამაშეს ლოგიკა და ცოდნა დაეხმარება. ფინალში კი გაიმარჯვებს ის, ვინც უფრო სწრაფად გასცემს ყველა კითხვას სწორ პასუხს. კითხვების რაოდენობა მოთამაშეების მიხედვით განსხვავებულია: • დამოუკიდებელ მოთამაშეს მოუწევს 30 კითხვას გასცეს პასუხი; • ორ - მოთამაშიან გუნდმა 45 კითხვას უნდა უპასუხოს; • სამ - მოთამაშიან გუნდს კი 60 კითხვა ექნება. თამაშის საპრიზო ფონდი 360 000 ლარია და "საქართველოს ბანკისგან" პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები, თითოეული გუნდის სახეობის მიხედვით, (სულ 18 ადამიანი) ფულად პრიზებს მიიღებენ. მათ ვისაც, 12 კვირის განმავლობაში დაგროვილი მონეტები მარკეტში არ დაუხარჯავთ, მისი გადაცვლის შესაძლებლობა დახმარებებსა და შეცდომის შედეგად მიღებული დროითი შეზღუდვის მოხსნაში შეუძლიათ. მონეტებს გადაცვლას მოთამაშე ასე შეძლებს: • პასუხის სწორად ჩათვლა - 100 მონეტა • დროითი შეზღუდვის მოხსნა - 80 მონეტა • პირველი ასოს გახსნა - 35 მონეტა • 50/50 არასწორი პასუხების გამორიცხვა - 40 მონეტა ფინალის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. რჩევებს კი, რომელებიც თამაშის ფინალში დაგეხმარება, შეგიძლიათ გაეცნო აქ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)