|
2024-01-17 13:17:45, 714 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მუხიანის აგარაკებზე და ფონიჭალის დასახლებაში წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის ორ პროექტს განახორციელებს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, წყალარინების ქსელი მუხიანის აგარაკებზე მოეწყობა და ქსელზე 270 ოჯახი დაერთდება. „წელსაც ვაგრძელებთ ჩვენი საარჩევნო დაპირების შესრულებას და წყალარინების ქსელების მოწყობას იმ დასახლებებში, სადაც აღნიშნული პრობლემა დღემდე არსებობს. ეს ისეთი უბნებია, რომელთა განაშენიანებაც ქაოსურად, სამშენებლო ნებართვების გარეშე მოხდა. დღეს, გვაქვს მოცემულობა, რომ ასეთ ადგილებში არ არის წყალარინების ქსელი, სანიაღვრე ქსელი, მოსაწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა და გადაადგილება ჭირს. ამჯერად, წყალარინების ცენტრალური ქსელი მუხიანის აგარაკებზე, ბორჯომის, ნეკრესისა და დაისის ქუჩებზე მოეწყობა, სადაც, პარალელურად, ქსელზე მოსახლეობა სულ 270 ოჯახი დაერთდება. ჩვენ მუხიანის აგარაკებზე სხვადასხვა პროექტის განხორციელება და გზის დაგება რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. აქ იყო ბევრი პრობლემა, ელემენტარულად საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადაადგილდებოდა. სამუშაოების ღირებულება 3 500 000 ლარია. პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, კიდევ ერთი პროექტი ფონიჭალის დასახლებაში განხორციელდება და წყალარინების ცენტრალურ ქსელზე 130-მდე ოჯახი დაერთდება. „ასევე, ვიწყებთ წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობას ფონიჭალის დასახლებაში - ერეკლეს ქუჩაზე, ერეკლეს პირველ შესახვევში, გულბანის ქუჩის დარჩენილ ნაწილში, აფხაზეთის ქუჩის მეორე შესახვევსა და აფხაზეთის ქუჩის დანარჩენ ნაწილში. ამ შემთხვევაში, ცენტრალურ ქსელზე 130-მდე ოჯახი დაერთდება. პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ პროექტებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)