18:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-09 13:09:50, 831 ნახვა

მსოფლიო
BBC - სამხრეთ კორეამ მიიღო კანონი, რომელიც ძაღლის ხორცით ვაჭრობას კრძალავს

სამხრეთ კორეის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ძაღლის ხორცით ვაჭრობა იკრძალება. ამის შესახებ BBC წერს.

მედიასაშუალების ცნობით, კანონის მიხედვით, ქვეყანაში აიკრძალება ძაღლების მოშენება და დახოცვა მათი ხორცის მოხმარების მიზნით, ასევე ძაღლის ხორცის დისტრიბუცია და გაყიდვა, თუმცა თავად ხორცის მოხმარება არ იქნება უკანონო.

კანონის დარღვევა 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ცვლილებები ძალაში 2027 წელს შევა. 

სამხრეთ კორეის მთავრობის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს ქვეყანაში, დაახლოებით, ძაღლის ხორცის 1 600 რესტორანი და 1 150 ძაღლის ფერმა მოქმედებდა. 

Gallup-ის გასული წლის კვლევის შედეგების მიხედვით, სამხრეთ კორეაში გამოკითხული ადამიანების მხოლოდ 8%-მა თქვა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში გასინჯული აქვს ძაღლის ხორცი. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 27%-ს შეადგენდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics