|
2023-12-29 19:23:53, 4215 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - ეს არის რუსეთის მხდალი თავდახმა უკრაინაზე
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა უკრაინაზე თავდასხმა "მხდალი" და განურჩეველი თავდასხმა უწოდა. „ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება“, - დასძინა ბორელმა. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ ტურკმა დაგმო პარასკევს უკრაინაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმა. მან მოსკოვს მოუწოდა „დაუყოვნებლივ“ შეწყვიტოს დაბომბვა. „შოკირებული ვარ ღამით უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სრულმასშტაბიანი კოორდინირებული სარაკეტო და შეტევების სერიის გამო. საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი პირდაპირ კრძალავს თავდასხმებს, რომლებიც მიზანმიმართულია სამოქალაქო ობიექტებზე, ისევე როგორც განურჩეველ თავდასხმებს ნებისმიერ გარემოებებში. Ukrayinska Pravda-ს ცნობით, ყველა დაზარალებულ ქალაქში სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 22 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 132 დაშავდა. უკრაინის პოლიციამ ოფიციალურად დაადასტურა 18 დაღუპული.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)