18:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 16:14:54, 685 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი ფარმაცევტულ კომპანიებზე - ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ გარიგებას, მკაცრი რეაგირება გვექნება

ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ გარიგებას. ჩვენ მოქალაქეების კეთილდღეობაზე ყოველთვის ვიზრუნებთ, მსგავს ფაქტებზე კი მკაცრი რეაგირება გვექნება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ოთხი ფარმაცევტული კომპანიის დაჯარიმებაზე საუბრისას განაცხადა.

აზარაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაჯანსაღი კონკურენციის, ფასების ხელოვნური ზრდის, შეთანხმებული ქმედებებისა და მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის ფაქტები, მიმდინარე წელს, არაერთხელ გამოავლინა.

„ფარმაცევტული კომპანიები პაციენტებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ. ჩვენ ადრეც გავაჟღერეთ, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე სამჯერ-ოთხჯერ გაიზარდა ფასები და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა, რის გამოც ადამიანები თვეების განმავლობაში რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე. ამაზე სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაგირება“, - განაცხადა აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics