|
2023-12-27 16:36:01, 673 ნახვა
საზოგადოება
ბიზნესები, რომლებიც „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ანგარიშს 31 დეკემბრამდე გახსნიან, სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ის ბიზნესები, რომლებიც ბიზნეს ანგარიშს 31 დეკემბრამდე გახსნიან, „საქართველოს ბანკის“ სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ. შეთავაზების ფარგლებში, 31 დეკემბრის ჩათვლით გახსნილ ბიზნეს ანგარიშზე ბიზნესები 3 თვის განმავლობაში, „საქართველოს ბანკის“ სტანდარტული ან ჭკვიანი ტერმინალით ფიქსირებული საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ. გარდა ამისა, მიიღებენ შესაძლებლობას, 29 თებერვლის ჩათვლით, ლარის გამავალ ოპერაციებზე გადახდილი საკომისიო ქეშბექის სახით ყოველთვიურად დაიბრუნონ. (მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობით). ბიზნეს ანგარიშის ციფრულად გახსნის შემთხვევაში კი, მომხმარებლები საჩუქრად მიიღებენ და 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ ბიზნეს პაკეტის ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა: ბიზნეს ინტერნეტბანკი, ბიზნეს მობილბანკი, SMS ბანკი, შეტყობინების სერვისები და სხვა. „ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა მომხმარებლებს ის შეთავაზებები მივაწოდოთ, რაც მათ ბიზნეს საჭიროებებსა და მოთხოვნებს პასუხობს. ამჯერად, ბანკი იმ ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებიც 31 დეკემბრამდე გახსნიან ბიზნეს ანგარიშს „საქართველოს ბანკში“, სხვადასხვა ბენეფიტს სთავაზობს. მათ ექნებათ შესაძლებლობა 3 თვის განმავლობაში ყოველგვარი საკომისიოს გარეშე ისარგებლონ „საქართველოს ბანკის“ ტერმინალით და ამავდროულად მიიღონ ყოველთვიური ქეშბექი, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს უკან დაბრუნებული თანხა კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარონ. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძლებთ მუშაობას, რათა ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს ისეთი პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ, რაც მათ საკუთარი ბიზნესს ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ ბმულს.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)