18:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-26 14:07:13, 581 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრომ დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გმირების შვილებს დამდეგი ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს.

"გრიგოლ გიორგაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ბავშვებს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის სახელით ფასიანი ვაუჩერები და ტკბილეულის კალათები გადასცეს. 

საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლს „მაკნატუნა“ დაესწრნენ",- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics