19:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-24 16:43:39, 646 ნახვა

მსოფლიო
მაია სანდუ მოლდოვის ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

როგორც სანდუმ მოლდოვის პრეზიდენტად არჩევის სამი წლისთვის აღსანიშნავად გავრცელებულ საგანგებო ვიდეომიმართვაში განაცხადა, "აუცილებელია, ქვეყანამ მკაფიოდ თქვას, მოლდოვის მომავლისთვის რა გზას ირჩევს".

"კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი მოქალაქეებისა და მათი შვილებისთვის. ჩვენ ასეთი მომავლის გარანტია მხოლოდ ევროკავშირის წევრად ყოფნის პირობებში გვაქვს. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მთელმა ქვეყანამ მკაფიოდ თქვას, რა გზას ვირჩევთ მოლდოვის მომავლისთვის. მოვუწოდებ პარლამენტს, მომავალ წელს, შემოდგომაზე მოახდინოს რეფერენდუმის ინიცირება, რომელზეც ყველა მოქალაქის ხმა გადამწყვეტი იქნება",- თქვა მაია სანდუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics