21:49 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-23 15:36:53, 1362 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ბახმუტთან სამხედროების კრიტიკული დანაკლისი აქვთ

უკრაინაში აცხადებენ, რომ ბახმუტის მიმართულებით სამხედროების ნაკლებობა აქვთ და ეს საბრძოლო მასალის დეფიციტზე დიდი პრობლემაა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ეთერში მე-5 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის მეორე ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, ალექსეი ტარასენკომ განაცხადა.

როგორც ტარასენკო აღნიშნავს, ბახმუტის მიმართულებაზე ჯარისკაცების დანაკლისის შევსება სათანადოდ ვერ ხერხდება, რის გამოც მოსალოდნელია სამხედროების ახალი ტალღის მობილიზება.

„ეს არა მხოლოდ დანაკლისია, ეს კრიტიკული დანაკლისია. ადამიანების ნაკლებობა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის პრობლემას წარმოადგენს. უფრო დიდ პრობლემასაც კი, ვიდრე საბრძოლო მასალის დეფიციტი“, - განაცხადა ტარასენკომ.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ჯარში გაწვევას გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics