|
2023-12-22 22:52:23, 1361 ნახვა
რეგიონი
დღეს ქედაში, სააახალწლო ნაძვისხე საზეიმოდ აინთო
დღეს ქედაში, სააახალწლო ნაძვისხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიება საახალწლო კონცერტით დაიწყო, რომელშიც კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი ,,ელესა", ინდივიდუალური შემსრულებელი ირინა დევაძე და ზაურ თებიძე მონაწილეობდა. ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წელს განსაკუთრებით ლამაზადაა მორთული ქედის მუნიციპალიტეტი. საახალწლო განათებებით და ილუმინაციებით დაიტვირთა ნაძვისხის მიმდებარე ტერიტორია, განათდა დაბის ქუჩები. ასევე, აღსანიშნავია რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დამატებით, საჩუქრად გადმოგვეცა საახალწლო ილუმინაციები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)