19:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-19 15:44:55, 668 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა კრწანისის რაიონში დასუფთავების აქცია ჩაატარეს

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა კრწანისის რაიონში, გრიგოლ ვოლსკის ქუჩის მიმდებარედ არსებული რეკრეაციული სივრცე დაასუფთავეს. 

ტერიტორია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ, კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ.

„მოქალაქეებს მუდმივად მოვუწოდებთ, გავუფრთხილდეთ გარემოს, ნუ დავანაგვიანებთ ქალაქს, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ასეთი გამწვანებული ტერიტორიების სისუფთავეზე. დღეს დასუფთავების სამუშაოებში ჩართული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 30 თანამშრომელი და ოთხი ერთეული სპეცტექნიკა“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

სამშენებლო ნარჩენების განთავსების ობიექტი გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია ინერტული ნარჩენის გატანა. ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - www.tbsg.ge.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics