19:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 09:27:31, 524 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - მშობიარობის ბიუჯეტი 62 მილიონამდეა გაზრდილი

​სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდა აღარ მოუწიოთ,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

აზარაშვილის თქმით, რეფორმის მიზანი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პაციენტის თანაგადახდის შემცირება.

„მშობიარობასა და საკეისრო კვეთასთან დაკავშირებით სამართლიანი ტარიფია განსაზღვრული. მშობიარობის ბიუჯეტი 45 მილიონიდან-62 მილიონამდეა გაზრდილი. შესაბამისად, 40 000 მშობიარობის შემთხვევაში,ჩვენ სამედიცინო დაწესებულებებს სამართლიანად ვუხდით.

ტარიფში ჩადებულია, კლინიკებისთვის გონივრული მოგების მარჟაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ გადახდილი თანხიდან, ღირსეული ანაზღაურება სამედიცინო პერსონალამდე მივიდეს.

მშობიარობის გარდა სახელმწიფო სრულად აფინანსებს გართულებულ შემთხვევებსაც, ასევე ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს. მაგ: როგორიცაა რეანიმაცია. ეს ტარიფი თითოეული ბავშვის შემთხვევაში შესაძლოა 17 000-ლარამდე იყოს.

აღნიშნული თანხები ჩვენი მოგონილი არაა. ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული. ვფიქრობთ, რომ დღევანდელ რეალობას ეს ტარიფები სრულად შეესაბამება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდა აღარ მოუწიოთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics