19:03 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-16 13:19:55, 785 ნახვა

სამართალი
აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების პარაფირების ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების პარაფირების ცერემონიალი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ და აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე ბრიუს შვარცმა.

“აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის ხელშეკრულების პარაფირება ხანგრძლივი მოლაპარაკებების ლოგიკური ეტაპია. მას წინ უძღოდა 2023 წლის იანვარ-თებერვალში ორმხრივი კონსულტაციები მხარეებს შორის თბილისში.

ექსტრადიციის ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების სწრაფ და მოქნილ თანამშრომლობას და გაზრდის დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობას.

დოკუმენტის პარაფირების ცერემონიამდე იუსტიციის მინისტრი აშშ-ის გენერალურ პროკურორ მერიკ ბ. გარლანდს შეხვდა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობას არაერთი მიმართულებით და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ მეტად გაძლიერებას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics