|
2023-12-14 14:07:30, 623 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, ტრენინგები ჩაუტარდათ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, ტყის სექტორის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის ECO.Georgia ფარგლებში, სატრენინგო მოდული - „ტყის ზედამხედველობის გაძლიერება“ გაიარეს. "ტრენინგები პროექტის სამიზნე რეგიონებში ჩატარდა და მოიცავდა როგორც საკანონმდებლო რეგულაციებს, ასევე მონაწილეთა პრაქტიკულ სამუშაოებს. პროექტი ECO.Georgia თანადაფინანსებულია მწვანე კლიმატის ფონდის (GCF), საქართველოს, გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი შესაბამისი უწყებები და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ერთობლივად ახორციელებენ. თანამშრომელთა გადამზადება მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის, ასევე ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელების მიზნით",- ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)