22:32 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 22:11:14, 1333 ნახვა

ომი უკრაინაში
სენატორი ჩაკ შუმერი - თუ ზელენსკი დახმარებას მიიღებს, მას ომის მოგება შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სენატორებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, ზელენსკიმ შეხვედრზე ნათლად დაანახა, რამდენად სჭირდება დახმარება და აღნიშნა, რომ თუ უკრაინა დახმარებას მიიღებს, მას ომის მოგება შეუძლია.

„ეს იყო ძალიან ძლიერი შეხვედრა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად გვაჩვენა, როგორ სჭირდება დახმარება და თუ დახმარებას მიიღებს, მას შეუძლია, მოიგოს ეს ომი. დაწვრილებით გვაჩვენა, რა სახის დახმარება სჭირდება. ჩვენმა რესპუბლიკელმა კოლეგებმაც კი ისაუბრეს იმაზე, რომ ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, რომ ის გაიმარჯვებს, თუ დავეხმარებით. მეორე მხრივ, მან ნათლად აჩვენა, რომ თუ ჩვენ წავაგებთ, პუტინი გაიმარჯვებს. ეს იქნება ძალიან, ძალიან საშიში. მან ასევე დააფიქსირა კიდევ ერთი მოსაზრება, რომ დახმარება სჭირდება სწრაფად“, - განაცხადა შუმერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics