20:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 21:33:43, 652 ნახვა

საზოგადოება
ილია ღუდუშაური - მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ტარიფების გათანაბრების შედეგად დადებითი დინამიკა უკვე შეინიშნება

ერთი თვეა რაც DRG მოდელით დაფინანსება მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზეც გავრცელდა. ცვლილების შედეგად, მშობიარობის დაფინანსება 500-დან 1222 ლარამდე, საკეისრო კვეთის კი 800-დან 1222 ლარამდე გაზარდა. აღნიშნული სერვისები კი ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სერვისებზე ტარიფების გათანაბრება ქვეყანაში საკეისრო კვეთების მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა. ცვლილების ამოქმედებიდან ერთი თვის შემდეგ კი უკვე დადებითი სტატისტიკა დაფიქსირდა.

„ქვეყანაში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებელი ერთ-ერთი გამოწვევა იყო, სწორედ ამის გამო, მიზანშეწონილად ჩაითვალა საკეისრო კვეთისა და ფიზიოლოგიური მშობიარობის ფასის გათანაბრება, ეს აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა, იმისთვის რომ გარკვეული მოტივაციები შეიზღუდოს საკეისრო კვეთებთან დაკავშირებით კლინიკების მხრიდან. მინდა დაგიდასტუროთ, რომ გაუმჯობესებული სტატისტიკა გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი თვეა და ზოგად სურათზე საუბარი ვფიქრობ ნაადრევია, თუმცა, წინა პერიოდთან შედარებით დადებითი დინამიკა უკვე შეინიშნება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics