20:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 18:54:28, 709 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - სენატს მოვუწოდებ, მხარი დაუჭიროს უკრაინულ ერს და პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დადგეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის მხარდაჭერას მოუწოდებს. ამის შესახებ ბაიდენმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ზე) გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ბაიდენმა სენატს მოუწოდა დადგეს პუტინის ტირანიის წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროს თავისუფლებას.

"მე ვიცი, რომ შიგნით უთანხმოებები გვაქვს. მოდით, ისინი წარსულში დავტოვოთ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს, რას იზამს შეერთებული შტატები. ვფიქრობ, უკრაინას მხარს თუ არ დავუჭერთ, რას იზამს დანარჩენი მსოფლიო? რას იზამს იაპონია, რომელიც ახლა უკრაინას უჭერს მხარს? რა დაემართება "დიდი შვიდეულის" პირობებს? რა დაემართება ნატოს პირობებს, რას გააკეთებენ ისინი? 

ჩვენ თუ გვერდით გავალთ, სხვა შესაძლო აგრესორებს ეს მხოლოდ წააქეზებს. სწორედ ამიტომ, სენატს მოვუწოდებ, რამე ქნას, სწორი რამ - მხარი დაუჭიროს უკრაინულ ერს და დადგეს პუტინის ტირანიის წინააღმდეგ. მხარი დაუჭიროს თავისუფლებას", - განაცხადა ბაიდენმა. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. 

კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზი სენატში გამართული პროცედურული კენჭისყრის დროს წინსვლისთვის საკმარისი ხმები არქონა გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics