20:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 14:47:35, 637 ნახვა

მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა [ვიდეო]

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია РИА Новости ავრცელებს.

მედიის ცნობით, იბრაჰიმ რაისი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება და მასთან ორმხრივ ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებს, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს.

მედიის ცნობითვე, შეხვედრის მთავარი თემა ღაზას სექტორში არსებული ვითარება იქნება.

ცნობისთვის, ეს რუსეთში ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის მეორე ვიზიტი იქნება მას შემდეგ, რაც ის 2021 წლის აგვისტოში ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.

აღსანიშნავია, რომ რაისისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბოლო კომუნიკაცია 16 ოქტომბერს შედგა, როდესაც მათ სატელეფონო საუბრისას ღაზას სექტორში არსებული ვითარება განიხილეს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics