20:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 14:13:18, 1007 ნახვა

მსოფლიო
ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ლოიდ ოსტინისა და რუსტემ უმეროვს შორის შეხვედრა პენტაგონში, დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

"მხარეებმა უკრაინის 2024 წლის სტრატეგიული მიზნები და ოპერაციების გეგმა განიხილეს. გარდა ამისა, მინისტრებმა ერთობლივი თავდაცვის თანამშრომლობის განვითარება და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ინვესტიციების მოზიდვაც განიხილეს“, - წერს მედია.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების უკრაინისადმი მხარდაჭერის, უკრაინის არმიის ნატოს სტანდარტების მიხედვით წვრთნისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობის საკითხები.

"უკრაინამ კონტროლი აღადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წლის თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების უმეტესობაზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას გრძელ ვადაში. დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც დაგვეხმარებიან," - განაცხადა ლოიდ ოსტინმა შეხვედრის დაწყებამდე.

ამასთან, როგორც პენტაგონის მიერ გავრცელებული განცხადებაში ვკითხულობთ, ორმხრივი მოლაპარაკებები მინისტრებს შორის, გასულ თვეს კიევში გამართული შეხვედრების გაგრძელებაა და მოიცავს უკრაინის სტრატეგიული მიზნების მხარდაჭერის გრძელვადიან გეგმას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics