|
2023-12-06 14:07:47, 881 ნახვა
საზოგადოება
დეპარტამენტი - გარემოსდაცვით სამართალდარღვევებზე სანქციები გამკაცრდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არაერთი ცვლილება შევიდა და რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევაზე სანქციები გამკაცრდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმები უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტებზე - სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე შესაბამისი დოკუმენტის გარეშე ხე-ტყის დამზადებაზე, დაცული ტერიტორიების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა/დაზიანებაზე, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევაზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება-განადგურებაზე; ასევე - სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობაზე; პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის მოთხოვნების დარღვევაზე; ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (ხმაური, ელექტრომაგნიტური ველი) დადგენილი ნორმების გადამეტებაზე. „კოდექსს დაემატა ახალი მუხლები, რომლებითაც დადგინდა პასუხისმგებლობა და მკაცრი სანქციები დაწესდა უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემების მიერ არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის, ასევე ასეთი თევზჭერისგან მიღებული პროდუქტით საერთაშორისო ვაჭრობისთვის. ცვლილებები, რომლებიც მიმდინარე წლის 01 დეკემბერს შევიდა ძალაში, დეტალურად იხილეთ შემდეგ ბმულზე - https://des.gov.ge/Ge/Files/ViewFile/4051“, - აღიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)