|
2023-12-05 15:27:24, 1377 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერია - 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება
ადმინისტრაციულ ერთეულებში შუახევის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. შუახევის მერიის ცნობით, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტები, პროგრამები და პროექტები, შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ დღეს ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას გააცნო. "შუახევის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც პროექტის მიხედვით 21 860 000 ლარს შეადგენს, წლის ბოლოსთვის 25 000 000 ლარამდე გაიზრდება. ბიუჯეტი გაზრდილია მუნიციპალური მომსახურების ყველა სფეროში, ორიენტირებულია ადგილობრივ მოსახლეობაზე და მათ საჭიროებებზე.
ომარ ტაკიძესთან ერთად ოლადაურის თემში იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)