20:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 13:48:05, 985 ნახვა

მსოფლიო
Politico - ვიქტორ ორბანის მიერ გაგზავნილი წერილის გამო, შარლ მიშელი ჩინეთში ვიზიტს წყვეტს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილი წერილის გამო, შარლ მიშელი ჩინეთში ვიზიტს წყვეტს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, მიშელი ბრიუსელში დაბრუნდება და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან დისკუსიას გააგრძელებს.

გამოცემის ცნობითვე, მიშელის მიერ ჩინეთში ვიზიტის შეწყვეტის მიზეზია ასევე ის, რომ მას არ აქვს დაცული საკომუნიკაციო ხაზი, რომ ევროპელ ლიდერებთან დისკუსია ვიზიტის დროს გამართოს.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ წერილით მიმართა.

წერილში, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა, აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".

4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics