|
2023-12-04 12:00:48, 538 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გენერალური პროკურატურის და ორგანიზაცია „წითელი ხიდი“-ს ორგანიზებით, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო განვითარების სკოლის ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან პროკურორისა და პროკურატურის საქმიანობის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს პროკურორის ფუნქციებზე: გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობაზე, სისხლის სამართლის დევნასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე. ასევე საუბარი შეეხო პროკურორთა სპეციალიზაციას. „საინფორმაციო შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს პროკურატურის სტაჟირების კონკურსზე და მის ეტაპებზე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დასვეს, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს მადლობა გადაუხადეს აღნიშნული თემით დაინტერესებისთვის. თავის მხრივ სტუმრებმა შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე სამოქალაქო განვითარების სკოლის სტუდენტებმა და მოსწავლეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზაობაც გამოთქვეს, ნაადრევი ქორწინების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრების ერთობლივად გამართვის თაობაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)