21:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-01 19:09:21, 682 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია - ბოლო წლების განმავლობაში, შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას დიდი მიღწევები აქვს

ჯანდაცვის სამინისტროსა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ორგანიზებით,შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯნდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დარგის სპეციალისტები და პროგრამაში ჩართული პირები ესწრებოდნენ აღინიშნა, რომ აივ ინფექციის პანდემიის დასრულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინფექციის ადრეული გამოვლენა, ეფექტიანი მკურნალობა, პრევენციული ღონისძიებები,აივ ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევა.  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას  განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას დიდი მიღწევები აქვს.

“აღსანიშნავია, რომ აივ-ინფექციის/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს ამბულატორიული და ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, ასევე შიდსის სამკურნალო მედიკამენტები.
სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics