23:44 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-01 15:25:05, 1051 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის და ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის და ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, თბილისში, ბრალდებულმა მამის კუთვნილი „როტვეილერის" ჯიშის ძაღლზე იძალადა, ხოლო შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულის აივნიდან გადააგდო. ბრალდებულის ქმედების შედეგად ძაღლი გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics