|
2023-11-30 13:55:18, 603 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მელიორაციაში სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს
შპს „საქართველოს მელიორაციაში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის - აგროინჟინერია, ნიადაგის და წყლის სპეციალობა, სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ორი თვის განმავლობაში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, კომპანიის რეგიონულ სერვისცენტრებსა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მუშაობის სპეციფიკას გაცნობოდნენ. „სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის დარგში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადების მხარდაჭერას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებმა სტაჟირების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც სერტიფიკატები გადაეცათ. შპს „საქართველოს მელიორაცია“ სტუდენტებს მომავალშიც შესთავაზებს კომპანიაში სტაჟირების გავლას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)