21:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 18:39:24, 637 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - ფინეთ-რუსეთის საზღვარზე პოლონური ჯარის განთავსება დაძაბულობას გამოიწვევს

ფინეთ-რუსეთის საზღვარზე პოლონური ჯარის განთავსება დაძაბულობას გამოიწვევს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელის, იაცეკ სიევიერის მოსაზრება ", საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აბსოლუტურად ზედმეტი ღონისძიებაა, რადგან იქ არანაირი საფრთხე არ არსებობს".

"ეს არის აბსოლუტურად ზედმეტი ღონისძიება საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან იქ არანაირი საფრთხე არ არსებობს. ფინელებმა ნათლად უნდა იცოდნენ, რომ საზღვრებზე სამხედრო ნაწილების კონცენტრაციის გაზრდა ჩვენთვის საფრთხეს შექმნის", - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე მოქმედი ყველა გამშვები პუნქტი დაკეტა.

პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა იაცეკ სიევიერამ განაცხადა, რომ "მოკავშირეთა მხარდაჭერის ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ ჰიბრიდული თავდასხმის ფონზე" ფინეთში სამხედრო მრჩეველთა გუნდს გაგზავნის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics