|
2023-11-28 16:51:28, 639 ნახვა
საზოგადოება
ამილახვარი - სასკოლო საგნებთან ერთად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიული განათლებაც მიიღონ
სასკოლო საგნებთან ერთად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიული განათლებაც მიიღონ,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. როგორც ამილახვარმა აღნიშნა, 2024 წელს შეირჩევა 50 სკოლა, სადაც პროფესიული განათლების შეტანა დაიწყება. "ჩვენ ვიწყებთ აქტიურად ზოგად განათლებაში, სასკოლო განათლებაში და განსაკუთრებით საშუალო საფეხურზე პროფესიული განათლების შემოტანას და დაწყებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლის საგნებთან ერთად, ბუნებრივია, ამას დასჭირდება დრო და პირველად 2024 წლისთვის დაგეგმილია 50 სკოლის შერჩევა და დაწყება ამ პროცესის, რომელიც შემდგომ წლებში გაგრძელდება ურყევად. იმ რეგიონში ის მოთხოვნადი პროფესიები, ის შრომის ბაზრის მოთხოვნები, რომლებიც იქაურ ტერიტორიას და მდებარეობას ესაჭიროება, სწორედ ის პროგრამები დაინერგება სკოლაში და სასკოლო საგნებთან ერთად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ასევე პროფესიული განათლება, რაც სკოლის ატესტთან ერთად, მათ ასევე სრულ შესაძლებლობას აძლევს, რომ ჰქონდეთ დიპლომი და მოხვდნენ შრომის ბაზარზე როგორც თვითდასაქმების კუთხით, ასევე, სხვასთან მუშაობის კუთხით. მათ არასდროს კარი არ დაეხურებათ, რომ გააგრძელონ შემდგომი განათლება როგორც უმაღლეს განათლებაში, ასევე, პროფესიულ განათლებაში",- თქვა ამილახვარმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)