|
2023-11-28 11:50:35, 1306 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მაქსიმალურად დროულად უნდა დასრულდეს
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მაქსიმალურად დროულად უნდა დასრულდეს და დახმარება გაეწიოს ყველა მეწარმეს, რომელიც აღნიშნული მოვლენებით დაზიანდა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის სხდომაზე უამინდობისა და შტორმის შედეგებზე საუბრისას განაცხადა. რიჟვაძის თქმით, სამუშაოებში ჩართული იქნება ყველა სამსახური, რათა დროულად შესრულდეს გაწმენდითი სამუშაოები, იქნას შესწავლილი ზარალი და მაქსიმალური დახმარება გაეწიოს ყველა კერძო პირსა თუ მეწარმეს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ. "გუშინ განვითარებულმა ძლიერმა შტორმმა და უამინდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბათუმის და ქობულეთის სანაპიროებს, ბულვარს. მინდა ვთხოვო და დავავალო ყველა უწყებას, ყველა სამსახურს, მაქსიმალურად დროულად მოხდეს გაწმენდითი სამუშაოების შესრულება და დროულად დასრულდეს ყველა სალიკვიდაციო სამუშაო. ასევე, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა მუდმივმოქმედმა კომისიებმა დროულად მოახდინონ ზარალის შესწავლა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი და დახმარება აღმოვუჩინოთ ყველა კერძო პირს თუ მეწარმეს, რომელიც დაზიანდა აღნიშნული მოვლენებით", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი და ქობულეთის სანაპირო ზოლი დაზიანდა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. დღემდე მობილიზებულია მერიის საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. ინფრასტრუქტურის აღდგენა გამოდარებისთანავე მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)