22:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-27 18:38:15, 569 ნახვა

საზოგადოება
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის კანონში“ შესატან ცვლილებებს ჯანდაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებებს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარუდგინა.

ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან, პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ გზით შესაძლებელი გახდება კიდევ უფრო მეტი პაციენტის მკურნალობის დაფინანსება და გაიზრდება წვდომა მედიკამენტებზე. ასევე, გაუმჯობესდება სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობა და მოიმატებს დაფინანსებული მედიკამენტების რაოდენობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics