|
2023-11-27 16:52:24, 1360 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლი დაათვალიერა
უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად ბათუმის და ქობულეთის სანაპირო ზოლი დაზიანდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლი დაათვალიერა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო. "ნალექისა და შტორმის შედეგად დაზიანდა ბათუმის და ქობულეთის სანაპირო ზოლი, არსებული ინფრასტრუქტურა. მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან. ყველაფერი გაკეთდება მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისა და ინფრასტრუქტურის სწრაფად აღდგენისთვის", - განაცხადა რიჟვაძემ. ადგილზე იმყოფებიან ქობულეთის მერი ლევან ზოიძე, ასევე მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)