|
2023-11-25 11:03:15, 732 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო - პროექტი „ჩვენი ჯარი“ განახლდა
პროექტი „ჩვენი ჯარი“, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წელს პროექტის მასშტაბები გაიზარდა და 2023-2024 წლებში საქართველოში არსებულ 1024 საჯარო, 119 კერძო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებს მოიცავს. "სამხედრო მოსამსახურეები თბილისის 221-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. პროექტის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის, თავდაცვის ახალი კოდექსის, საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების შესახებ ესაუბრნენ. მოსწავლეებმა ასევე ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტი „ჩვენი ჯარი“ თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში 2018 წლიდან ხორციელდება, ხოლო 2023 წლიდან უმაღლესი სასწავლებლები მოიცვა. პროექტის მიზანს ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება წარმოადგენს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)