|
2023-11-24 16:41:10, 1234 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებაში მოსახლეობის ჩართვის მიზნით, შეხვედრა გამართა
ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის ფორმირებაში მოსახლეობის აქტიური ჩართვის მიზნით, შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტები, პროგრამები და პროექტები ადგილობრივებს გააცნო. "პროექტის მიხედვით, შუახევის მუნიციპალიტეტი აქცენტს, ჯანდაცვისა და ახალი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე, საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობასა და სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე გააკეთებს. ბიუჯეტი გაზრდილია მუნიციპალური მომსახურების ყველა სფეროში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ომარ ტაკიძემ, ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხა და თავის მხრივ, მოსახლეობის მოსაზრებები და საჭიროებები მოისმინა.
ომარ ტაკიძესთან ერთად ჭვანის თემში იმყოფებოდნენ მერის მოადგილე გურამ ზოიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)