21:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 14:18:13, 935 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ერაყსა და სირიაში ამერიკულ ძალებზე თავდასხმები განხორციელდა

ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ ძალებზე თავდასხმები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, ამერიკულ ძალებს თავს ოთხჯერ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ. 

როგორც Reuters-ი წერს, აშშ-სა და საერთაშორისო ძალებზე იერიში ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ორ ადგილას, ერაყში, ბაღდადის დასავლეთით მდებარე აინ ალ-ასადის საავიაციო და ერბილის აეროპორტის მახლობლად განლაგებულ ბაზებზე მიიტანეს. 

თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინფორმაცია არც ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ გავრცელებულა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამური წინააღმდეგობის" ძალებმა აიღო.

Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-მა ბაღდადის სამხრეთით ირანთან დაკავშირებული „კატაებ ჰეზბოლას“ შეიარაღებული ჯგუფი დაბომბა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics