21:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 19:54:24, 717 ნახვა

მსოფლიო
ლატვიის სეიმმა უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა

ლატვიის სეიმმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ სეიმის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ლატვიის სეიმი ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, რომ უკრაინისა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას მხარი მათაც დაუჭირონ. 

“ლატვიას აქვს სპეციალური პასუხისმგებლობა, რომ ევროკავშირში მის პარტნიორებს შეახსენოს, თუ როგორი მნიშვნელოვანია მხარდაჭერის გაძლიერება იმ საზოგადოებებისთვის, რომლებიც თავისუფლების, დემოკრატიის, კანონისა და ადამიანების უფლებების გვერდით დგანან. 

მიუხედავად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და მიმდინარე ჰიბრიდული ოპერაციებისა მოლდოვაში, ამ ქვეყნებმა უდიდესი შრომა გასწიეს იმისთვის, რომ ევროკავშირთან დაახლოებულიყვნენ როგორც ღირებულებებით, ისე მმართველობით. სეიმის განცხადება მნიშვნელოვნად გააძლიერებს მესიჯს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებისთვის", - განაცხადა ლატვიის სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ედმუნდ ჩეპურტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics