21:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 14:18:11, 714 ნახვა

მსოფლიო
კამერონი - მინდოდა ისრაელში ჩამოსვლა, რათა თავდასხმების საშინელება ჩემი თვალით მენახა

მინდოდა აქ, ისრაელში ჩამოსვლა, რათა ჩემი თვალით მენახა იმ თავდასხმების საშინელება, რომელიც თქვენ 7 ოქტომბერს განიცადეთ,- ამის შესახებ ისრაელში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა.

კამერონი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელი კოენთან ერთად, იმყოფებოდა კიბუც ბეერში, სადაც "ჰამასმა" 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს 130-ზე მეტი ადამიანი მოკლა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მძევლების გასათავისუფლებლად საომარი მოქმედებები დროებით შეწყდება.

ცნობილია, რომ დღესვე კამერონი მძევლების ოჯახებსა და ისრაელელ პოლიტიკოსებს შეხვდება.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი დევიდ კამერონი ისრაელში დღეს, 23 ნოემბერს ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ეს კამერონის ისრაელში პირველი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ რიგით მეორე ვიზიტია მას შემდეგ, რაც მას პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ჩააბარა. ისრაელამდე კამერონი უკრაინაში იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics