|
2023-11-22 15:48:06, 658 ნახვა
საზოგადოება
ოდიშარია - ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები საუკეთესო 8 გუნდში გავიდა, რაშიც დიდი წვლილი ფედერაციის და გუნდის გარდა მიუძღვის გულშემატკივარს
გავიხსენოთ რა კეთდება წლების განმავლობაში ფეხბურთში, ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი , მოედნების მშენებლობა ,როგორ ვუმასპინძლეთ 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატს, ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები საუკეთესო 8 გუნდში გავიდა, რაშიც დიდი წვლილი ფედერაციის და გუნდის გარდა მიუძღვის გულშემატკივარს, სწორედ ამ ერთიანობის შედეგია ის რომ, 1 ნაბიჯი გვაკლია ევროპის ჩემპიონატზე გასვლამდე, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს. ოდიშარიას თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, უკანასკნელი წლების განმავლობაში მაღალორგანიზებული ორგანიზაციაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ფეხბურთელებისათვის კომფორტი შექმნას. მისივე თქმით, ნამდვილი გულშემატკივრები აგრძელებენ საკუთარი გუნდის ქომაგობას რა შემადგენლობითაც არ უნდა გამოვიდეს ის მომდევნო ძალიან მნიშვნელოვან თამაშზე. „სამწუხაროა, რომ ყველანი ერთად უცნაურ გულშემატკივრებად ჩამოვყალიბდით. რამდენიმე მსოფლიო ჩემპიონატზე გახლდით. ევროპული გრანდების არაერთ მატჩს დავსწრებივარ საერთაშორისო ტურნირებზე. ბევრი რამ მინახავს, ბევრი ქვეყნისა და ერის გულშემატკივარს ჩავხედე თვალებში. მათ შორის, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ბრაზილიელთა გულშემატკივრობა 2014 წლის ჩემპიონატზე, სადაც მასპინძლები მარაკანაზე 1:7 დამარცხდნენ გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან. არ დამავიწყდება ჩემი გაოცება, რომ გულშემატკივარი ტაშით აცილებდა თავის გუნდს, მაშინ როდესაც, არც თოთო ბავშვს და არც ღრმად მოხუცს ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ მათი ეროვნული გუნდი გახდებოდა მსოფლიო ჩემპიონი. რა გვჭირს?! კვარა არ დადგა თამაშზე- ვაგინებთ კვარას, კვარამ ითამაშა, მიიღო ყვითელი- ვაგინებთ ფედერაციას. ასეთი დამოკიდებულება გვაქვს სხვადასხვა მიმართულებითაც… მოხდა ადამიანური შეცდომა, მივუტევოთ და გავიხსენოთ რა კეთდება წლების განმავლობაში ფეხბურთში…. ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი, მოედნების მშენებლობა, როგორ ვუმასპინძლეთ 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატს, ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები საუკეთესო 8 გუნდში გავიდა… რაშიც დიდი წვლილი ფედერაციის და გუნდის გარდა მიუძღვის გულშემატკივარს, სწორედ ამ ერთიანობის შედეგია ის რომ 1 ნაბიჯი გვაკლია ევროპის ჩემპიონატზე გასვლამდე, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა. ფეხბურთი არის ის, რაც გვაერთიანებს ყველას, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს. მოდი შევეცადოთ, რომ ხელი ჩავჭიდოთ ერთმანეთს და გავერთიანდეთ, ჩვენი ეროვნული ნაკრების ირგვლივ, ქართული ფეხბურთის ირგვლივ. ვუგულშემატკივროთ ისე, როგორც ამას აკეთებენ ნამდვილი გულშემატკივრები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, უკანასკნელი წლების განმავლობაში არის მაღალორგანიზებული ორგანიზაცია, ეს არის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა თუ წინა ხელმძღვანელობა. ისინი ყველაფერს აკეთებენ და აკეთებდნენ იმისათვის, რომ ფეხბურთელებისათვის შეექმნათ კომფორტი. შესაბამისად, მინდა მწამდეს და მწამს კიდეც, ჩემი მოკრძალებული აზრით, რომ ნამდვილი გულშემატკივრები აგრძელებენ საკუთარი გუნდის ქომაგობას რა შემადგენლობითაც არ უნდა გამოვიდეს ის მომდევნო ძალიან მნიშვნელოვან თამაშზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე იაშვილს, დავით მუჯირს და მთლიანად ფეხბურთის ფედერაციას. საინტერესო და ნაყოფიერ საქმიანობას, წარმატებას და ზურგის ქარს ვუსურვებ მათ“, - წერს ოდიშარია "ფეისბუქზე".
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)