22:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 20:17:50, 1004 ნახვა

მსოფლიო
გალანტი - ჩვენ წინ მივიწევთ „ჰამასის“ სრული განადგურებისკენ და მძევლების სახლებში დაბრუნებას ვუახლოვდებით

ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ „ჰამასის“ სრული განადგურებისკენ და ვუახლოვდებით მძევლების სახლებში დაბრუნება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ისრაელის სამხრეთ ნაწილში სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განაცხადა.

გალანტის თქმით,  უახლოეს დღეებში მძევლებთან დაკავშირებით ისრაელს რთული გადაწყვეტილებების მიღება დასჭირდება.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ „ჰამასის“ სრული განადგურებისკენ და ვუახლოვდებით მძევლების სახლებში დაბრუნებას. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ჩვენ ყველას მოგვიწევს რთული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ამ 45-დღიანი კამპანიის განმავლობაში არ ყოფილა მომენტი, როდესაც არ მიფიქრია მძევლებზე“, - განაცხადა გალანტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics