|
2023-11-20 13:31:29, 578 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და SOLO-ს მხარდაჭერით, ეროვნულ გალერეაში თამარ დე ლეტე - ვაჩნაძის პირველი მასშტაბური გამოფენა იმართება
19 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ გალერეაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის პირველი მასშტაბური გამოფენა გაიხსნა. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“ და SOLO. 2022 წლიდან საქართველოს ხელოვნების სასახლეში თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრები და პირადი არქივი ინახება, რომელთა საქართველოში ჩამოტანა კულტურის მინისტრის ინიციატივით მოხდა. მათ შორისაა: 30-ზე მეტი ფერწერული ტილო, 300-ზე მეტი გრაფიკული ჩანახატი და ესკიზი (წიგნის მხატვრობა, თეატრის მხატვრობა, მოდის დიზაინი და სხვ.), 200-ზე მეტი საარქივო ფოტო. თამარ დე ლეტე - ვაჩნაძე სან პაულოს თეატრის მხატვარი იყო, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში კი რამდენიმე ესკიზი შექმნა ფრანგული მოდის სახლ Dior-ისთვის. ის მრავალი მიმართულებით მუშაობდა, ქმნიდა საბალეტო დადგმებს - „წერდა სცენარებს, არჩევდა მუსიკას, ხატავდა დეკორაციებს, ქმნიდა კოსტიუმებს და ტექნიკურ დეტალებს, რომელიც სანახაობას მაყურებლისთვის დაუვიწყარს ხდიდა“. ის აფორმებდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, ლოკრონანის ფესტივალის ფარგლებში გამართული წარმოდგენებისთვის და სხვა. 1960-1980-იან წლებში მისი ნამუშევრები სხვადასხვა პარიზულ გალერეებში იყო გამოფენილი, მათ შორის „XVI უბნის გალერეაში“, პარიზის სალონ „სოფიტელ გრუპ 36-ში“, საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებსა თუ ლუქსემბურგში ფრანგული კულტურის ცენტრში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თამარ დე ლეტე - ვაჩნაძის მიერ შესრულებული თეატრისა და წიგნის მხატვრობა, გრაფიკა, კოლაჟები და აპლიკაციები, ესკიზები და საბავშვო მარიონეტები. გამოფენა ეროვნულ გალერეაში 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)