|
2023-11-20 09:42:00, 1191 ნახვა
რეგიონი
ქედაში სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ და „ქედის ღვინის ფესტივალი“ გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ და „ქედის ღვინის ფესტივალი“ გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, სახალხო დღესასწაულს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. „სიტყვით გამოვლისას მთავრობის მეთაურმა ქედელებს სახალხო დღესასწაული მიულოცა და აჭარაში, ქედაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, ტურიზმის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა. ქედელობის დღესასწაული ფრიდონ ხალვაშის სახელობის სკვერში გაიმართა. სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და გრძელდება თანამედროვე ინფრასტრუქტურის, ატრაქციონების, განათების, დასასვენებელი სივრცეების მოწყობა. ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ საპატიო ქედელები და საუკეთესო მეღვინეები. გაიმართა ფერმერების, ქედის ღვინის მარნების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო კულინარიული მასტერკლასები, ჯარას თაფლის პრეზენტაცია, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული, ასევე, სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)