22:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-18 18:42:18, 1146 ნახვა

მსოფლიო
Al Jazeera - ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ალ-ფახორას სკოლაზე საჰაერო იერიში მიიტანეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზას სექტორში მდებარე, ალ-ფახორას სკოლაზე საჰაერო იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად დაახლოებით 200 ადამიანი დაიღუპა.

Al Jazeera-ს ცნობით, საგანმანათლებლო დაწესებულება ახლო აღმოსავლეთში გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარებისა და სამუშაოს სააგენტოს კონტროლს ექვემდებარება. ამასთან, სკოლის ტერიტორიაზე განთავსებული იყო თავშესაფრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

აღნიშნულს გამოეხმაურა ტეროტისტული დაჯგუფება „ჰამასი“ და განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ სიკვდილზე პასუხისმგებლობა ისრაელის თავდაცვის ძალებს ეკისრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics