22:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-18 10:01:50, 752 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - დეკემბერში უკრაინა და აშშ თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ

დეკემბერში უკრაინა და ამერიკის შეეერთებული შტატები თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით. კონფერენცია ვაშინგტონში გაიმართება და იქნება თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის გაგრძელება, რომელიც კიევში სექტემბერში ჩატარდა.

„დეკემბერში უკრაინისა და აშშ-ის მრეწველობის სპეციალური კონფერენცია გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან ოფიციალური პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები – ყველა, ვინც ჩვენს თავდაცვას უზრუნველყოფს...

ჩვენ აქტიურად მივიწევთ წინ აშშ-თან ერთად იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხზე. ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად და ეს აუცილებლად გააძლიერებს როგორც ამერიკელებს, ასევე უკრაინელებს და ჩვენს პარტნიორებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics