|
2023-11-17 21:44:37, 730 ნახვა
საზოგადოება
„ფერმერებს ვულოცავ ფერმერთა დღეს და წარმატებებს ვუსურვებ მათ თავიანთ საქმიანობაში“ - ნინო თანდილაშვილი ფერმერთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ფერმერთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „ფერმერთა დღე“ სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა. „პირველ რიგში, მინდა ფერმერებს მივულოცო დღევანდელი დღე და წარმატებები ვუსურვო საქმიანობაში. ფერმერები ქმნიან დოვლათს ჩვენი ქვეყნისთვის. სოფლის მეურნეობა ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ყოველწლიურად, ჩვენ ვაძლიერებთ მხარდამჭერ მექანიზმებს არაერთი მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში, შთამბეჭდავია ის რიცხვები, რასაც ჩვენ ვხედავთ სოფლის მეურნეობაში როგორც წარმოების ზრდის კუთხით, ასევე ახალი გადამმუშავებელი საწარმოების გახსნის მიმართულებით. რა თქმა უნდა, გვაქვს პრიორიტეტული სექტორები, სადაც სახელმწიფო ეხმარება ფერმერებს საერთაშორისო ბაზრებზე საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით. ამ მხარდაჭერას, ფერმერების საჭიროებებიდან გამომდინარე, მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ. ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას იმისათვის, რომ უფრო მეტი ქართული ხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ, რომელიც ბუნებრივია კონკურენციას გაუწევს და იქნება სასურველი ევროკავშირის ბაზრებისთვის. ეს არის ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი. სწორედ ამ პროდუქციას ქნიან ჩვენი ფერმერები. ფერმერებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელი დღეს”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. ღონისძიების ფარგლებში, 9 ნომინაციაში გამარჯვებული ფერმერები დაჯილდოვდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, ფერმერის დღეს 2015 წლიდან აღინიშნავს. ფერმერების დაჯილდოების ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი, მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სექტორული ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)