|
2023-11-17 14:03:13, 555 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტრო კოორდინაციას გაუწევს EU-ს სამართალთან დაახლოების პროცესს
პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტრო კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში სამინისტროს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით გაწეულ საქმიანობაზე საუბრისას განაცხადა. ბრეგაძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესის ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით შემუშავდა და პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტრო კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესს. შეიქმნა ელექტრონული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება ჰარმონიზაციის პროცესის მართვა, სრული ინფორმაციის თავმოყრა და სამართლებრივი დაახლოების პროგრესის გაზომვა. წლის ბოლომდე გამოიცემა ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც ყველა შესაბამისი უწყების თანამშრომლისთვის იქნება განკუთვნილი. საჯარო მოხელეებისთვის შეიქმნა ევროკავშირის სამართალში სასწავლო კურსი, რომელიც არაერთი უწყების წარმომადგენლებმა გაიარეს იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)