|
2023-11-17 13:26:08, 507 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - იუსტიციის სახლში სამართლის ისტორიის ჰოლოგრამულ მუზეუმს გავხსნით, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს
ჩვენ გავხსნით იუსტიციის სახლში სამართლის ისტორიის ჰოლოგრამულ მუზეუმს, რომელსაც მსოფლიოში ნამდვილად არ აქვს ანალოგი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას განაცხადა. ბრეგაძის თქმით, მუზეუმი მნახველს მისცემს შესაძლებლობას, რომ ნებისმიერ სამართლის ძეგლზე სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღოს. „სულ ცოტა ხანში ჩვენ გავხსნით იუსტიციის სახლში სამართლის ისტორიის ჰოლოგრამულ მუზეუმს, რაც, თავის მხრივ, არის უნიკალური და ნებისმიერ მნახველს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია ნებისმიერ სამართლის ძეგლზე, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში. ასევე, იქნება შესაძლებლობა, გაეცნონ მსოფლიოს სამართლებრივ ისტორიას. ეს იქნება უნიკალური მუზეუმი, რომელსაც მსოფლიოში ნამდვილად არ აქვს ანალოგი სამართლის კუთხით“, - განაცხადა ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)