|
2023-11-17 12:12:52, 589 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ მომხმარებლებს განახლებულ ლოიალობის პროგრამა - ერთგულს სთავაზობს
„თიბისის“ ლოიალობის პროგრამა „ერთგული“ უპრეცედენტო განახლებით ბრუნდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ერთგული ქულები „თიბისი“ ნებისმიერი ბარათით გადახდისას დააგროვოს. ამასთანავე, უცვლელი დარჩა მთავარი პრინციპი - 1 ქულა = 1 ლარს. თუ გაქვს „თიბისის“ ნაკრები ან სახელფასო ბარათი, შენ ავტომატურად ერთგული ხარ და შეგიძლია ისარგებლო:
„თიბისი“ ბარათებით ქულების დაგროვება მარტივია, რადგან რაც მეტჯერ იხდი ბარათით, მით მეტს აგროვებ. ხოლო თუ ბარათით გადახდებთან ერთად „თიბისის“ სხვა პროდუქტებსაც იყენებ (ვადიანი ანაბარი/სესხი), კიდევ უფრო მეტი ერთგული ქულა დაგიგროვდება. ერთგული სრულად არის ინტეგრირებული ციფრულ ბანკთან. იქ შეძლებ შეამოწმო ქულების ბალანსი და გაეცნო ერთგულ შეთავაზებებს. ერთგული ქულებით გადახდაც უფრო გამარტივდა. ქულებით ნივთის შესაძენად, ბარათი აღარ დაგჭირდება. გახსნი ციფრული ბანკის აპლიკაციას, დაასკანერებ POS ტერმინალის ეკრანზე გამოსახულ QR კოდს და აირჩევ ქულებით გადახდას. ერთგული ქულები გროვდება ყველგან სადაც „თიბისის“ ტერმინალია. ერთგულის 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, ნებისმიერ გადახდაზე, უფრო მეტ ქულას დააგროვებ. გადახდაში ითვლება მხოლოდ „თიბისის“ ტერმინალებზე ან „თიბისი“ ონლაინ გადახდის სისტემაში გატარებული ტრანზაქციები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)