|
2023-11-17 10:10:22, 830 ნახვა
საზოგადოება
ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადაეცა
"მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადასცა. ღონისძიებაზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა, გვარამიას გარდა, კიდევ 3 ჟურნალისტი დაჯილდოვდა: შაჰინა კ.კ. ინდოეთიდან, მარია ტერეზა მონტანო მექსიკიდან და ფერდინანდ აიიტე ტოგოდან. "ამ ჯილდოს ვუძღვნი ჩემს ოჯახს, ცოლ-შვილს, სოფოს განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ჩემი ღრმა რწმენით, მან ყველაზე მეტი გააკეთა ჩემი თავისუფლებისთვის, ვუძღვნი "მთავარ არხს", რომელიც ჩემი დიდი ოჯახია და რომელიც არანორმალურად მიყვარს. მე ვფიქრობ, რომ CPJ-ის მიერ ამ პრემიის გადაცემა იყო არა მარტო იმის აღნიშვნა, რომ მე ეს დავიმსახურე, არამედ პირველ რიგში იყო განაცხადი, რომ ევროპა არ არის ავტორიტარებისგან თავისუფალი ტერიტორია, ევროპა არ არის პოლიტპატიმრებისგან თავისუფალი ტერიტორია და საქართველო, დიახ, მას ჰყავს პოლიტპატიმრები, ის არის ავტოკრატიული მმართველობის ქვეშ”,- განაცხადა გვარამიამ ცერემონიის შემდეგ. ცნობისთვის, "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პირველი ქართველია, რომელმაც პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)